top_leaderboard

ბექა დავითულიანი: პარიზის წიგნის ბაზრობაზე კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები შეგვიძლია, გამოვიყენოთ – კიდევ უფრო მეტ გამომცემელს შევხვდეთ და გავყიდოთ ქართული ნაწარმოებები

ლონდონის წიგნის ბაზრობამ გვაჩვენა, რომ პარიზის წიგნის ბაზრობაზე კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები შეგვიძლია, გამოვიყენოთ – კიდევ უფრო მეტ გამომცემელს შევხვდეთ, გავყიდოთ ქართული ნაწარმოებები, რომ სხვადასხვა ენაზე ითარგმნოს, – განაცხადა კულტურის მინისტრის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა.

მან ლონდონის წიგნის ბაზრობაზე მიღწეულ კონკრეტულ შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ წიგნის ბაზრობაზე საქართველოდან წარდგენილი იყო 135-ზე მეტი წიგნი, გამოცემა. სულ მონაწილეობდა 7 გამომცემლობა თავისი გამოცემებითა და ავტორებით. საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობაზე კი დაახლოებით, 15 უცხოელ გამომცემელთან შედგა.

მისივე თქმით, აპრილში პარიზის წიგნის ბაზრობა გაიმართება, რისთვისაც სამინისტრო უკვე ემზადება და საქართველო უფრო მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი.

ვერაფერი საბაბი რომ ვერ გამოიჩხრიკა, ნეგატიურად რომ წარმოედგინათ ლონდონის წიგნის ბაზრობა ვიღაცებს, ითქვა, რომ რატომ წავიდა საერთოდ დელეგაცია და რატომ დაიხარჯა სახსრები.

ვფიქრობ, ჩვენი, კულტურის სამინისტროს მიდგომა მარტივია, რომ სამინისტრომ ხელი უნდა შეუწყოს ქართული კულტურის გავრცელებას, განვითარებასა და პოპულარიზაციას მსოფლიოში. ჩვენს ოპონენტებს რომ ჰკითხოთ, საერთოდ არაფერი რომ არ გავაკეთოთ, ზოგიერთის სურვილი ესაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სურვილებს ვერ გავყვებით. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენ ამ დღის წესრიგის მიხედვით ვმოქმედებთ.

ლონდონის წიგნის ბაზრობამ გვაჩვენა, რომ პარიზის წიგნის ბაზრობაზე კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები შეგვიძლია, გამოვიყენოთ – კიდევ უფრო მეტ გამომცემელს შევხვდეთ, გავყიდოთ ქართული ნაწარმოებები, რომ სხვადასხვა ენაზე ითარგმნოს და სხვადასხვა გამომცემლობამ განავრცოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ჩვენ ამ პროცესს ყველანაირად ხელს შევუწყობთ აპრილშიც და შემდგომ ყველგან, სხვა პლატფორმებზე“, – აღნიშნა დავითულიანმა.

მისივე თქმით, პარიზის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობის კონცეფცია იგივე იქნება და იოანე ზოსიმეს თემას შეეხება.

ასევე იხილეთ