top_leaderboard

ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი: იდეალურ შემთხვევაში, დიდ ბრიტანეთს უკრაინაში ჯარისკაცები არ უნდა ჰყავდეს

JPG resized with https://ezgif.com/resize

დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, კემი ბადენოკმა განაცხადა, რომ იდეალურ შემთხვევაში, დიდ ბრიტანეთს უკრაინაში ჯარისკაცები არ უნდა ჰყავდეს.

ბრიტანული გამოცემა Financial Times აღნიშნავს, რომ ეს არის ნიშანი იმისა, რომ შიდა პოლიტიკური კონსენსუსი პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის „მსურველთა კოალიციაში“ დიდი ბრიტანეთის ჩართულობაზე სუსტდება.

ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მოითხოვა, თემთა პალატას მიეცეს კენჭისყრის საშუალება უკრაინაში ბრიტანელი სამხედროების განლაგების თაობაზე და გააფრთხილა, რომ იგი არ მისცემს პრემიერ-მინისტრს კარტ-ბლანშს ბრიტანეთის სამხედრო ჩართულობასთან დაკავშირებით.

თავდაპირველად, სტარმერმა განაცხადა, რომ მზად არის უკრაინაში ბრიტანული ძალების გასაგზავნად, თუმცა ხუთშაბათს მან მიანიშნა, რომ საჰაერო და საზღვაო მხარდაჭერისკენ იხრება.

ბადენოკის თქმით, პარლამენტმა უნდა იცოდეს, უზრუნველყოფს თუ არა აშშ უსაფრთხოების მხარდაჭერას, რამდენი ბრიტანელი სამხედრო განლაგდება და რა მოხდება, თუ ამ ბრიტანულ ჯარებს რუსეთი შეუტევს.

„საუბარია ახალგაზრდა ბრიტანელი მამაკაცებისა და ქალების სიცოცხლეზე. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მათზე. ჩვენ არ შეგვიძლია მათი გაგზავნა მთელ მსოფლიოში მხოლოდ იმიტომ, რომ გვსურს ამბის მოყოლა ან განცხადების გაკეთება“, – აღნიშნა კემი ბადენოკმა.

ასევე იხილეთ