მიხეილ დუნდუა: სწორი ეკონომიკური პოლიტიკით საქართველო შეძლებს მალე გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა
სწორი ეკონომიკური პოლიტიკით საქართველო შეძლებს მალე გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, – განუცხადა „ქრონიკას“ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ.
„9 ათასზე მაღალი პირველად ფიქსირდება ერთ სულ მოსახლეზე და მნიშვნელოვნად აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოქტომბრის პროგნოზს, რომ 2024 წელს 8 880 დოლარის ფარგლებში უნდა ყოფილიყო“, – აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 91 891.8 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 13.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 9.4 პროცენტი შეადგინა.