ეთერ ლიპარტელიანი თბილისის „გრანდ სლემის“ ჩემპიონია
ეთერ ლიპარტელიანი თბილისის „გრანდ სლემის“ ჩემპიონია.
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი“ მიმდინარეობს. ზედიზედ მეორედ ჩემპიონობა იზეიმა ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ). მან დაძაბულ ფინალში ფრანგი მარტა ჰავაზი დაამარცხა.
ფინალამდე სპორტსმენმა ბრაზილიელი და გერმანელი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი სერბ მარიცა პერიშიჩს სძლია.
ეთერ ლიპარტელიანმა გასულ წელს თბილისის „გრანდ სლემზე“ ოქროს მედალი მოიპოვა.