top_leaderboard

ქართველმა გულშემატკივრებმა ერევანში უცხოელთა დასწრების რეკორდი დაამყარეს

ქართველმა გულშემატკივრებმა ერევანში სომხეთის ნაკრების საშინაო შეხვედრაზე უცხოელთა დასწრების რეკორდი დაამყარეს – ამის შესახებ პირველ არხთან სომეხმა კოლეგებმა ისაუბრეს.

მათი თქმით, ყველაზე მეტი უცხოელი გულშემატკივარი 2022 წელს ერთა ლიგის B1 ლიგის 14 ივნისს ესტუმრა, როდესაც სომხეთის ნაკრები შინ შოტლანდიასთან 1:4 დამარცხდა. მაშინ მატჩს 1000-მდე შოტლანდიელი გულშემატკივარი დაესწრო.

20 მარტის შეხვედრამდე ცნობილი იყო, რომ საქართველოს ნაკრების ქომაგებისთვის ცალკე ტრიბუნა იქნებოდა გამოყოფილი. მაგრამ „ჯვაროსნების“ მხარდამჭერები ყველა ტრიბუნაზე იყვნენ და, მთლიანობაში, 14-ათასიან სტადიონზე 3 000 ქართველი გულშემატკივარი მოხვდა.

თუ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატს არ მივიღებთ მხედველობაში, შესარჩევი ციკლის არცერთ გასვლით შეხვედრას ასეთი რაოდენობით ქართველი ქომაგი არ დასწრებია, რაც კიდევ ერთი რეკორდია.

ასევე იხილეთ