ოთარ კიტეიშვილი: როცა ჩვენს შემტევებს სივრცე აქვთ, კარგად ვიცით, რა შეუძლიათ
ოთარ კიტეიშვილმა კაპიტნის სამკლავურით პირველი მატჩი ითამაშა. მან სომხეთში (0:3) მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„პირველი ყოველთვის განსაკუთრებულია. საოცარი განცდა იყო. სანამ თამაში დაიწყებოდა, ცოტა ეიფორიაშიც ვიყავი, მაგრამ შემდეგ უკვე თამაშზე ვკონცენტრირდი.
მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით, დამაჯერებლადაც გავიმარჯვეთ. მნიშვნელოვანი იყო, რომ ორი გოლის გატანა პირველ ტაიმში მოვახერხეთ. შემდეგ უფრო მეტი სივრცე გვქონდა სწრაფი იერიშებისთვის. როცა ჩვენს შემტევებს სივრცე აქვთ, კარგად ვიცით, რა შეუძლიათ“, – აცხადებს კიტეიშვილი.