top_leaderboard

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია, დარჩენილები არიან ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრების იმედზე

„რა თქმა უნდა, ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ხედავთ, ისინი დარჩენილები არიან რაღაც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრების იმედზე, მიხაილ როთის და ა.შ“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

დეპუტატი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტმა სენატორ ჯიმ რიშს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მისი თქმით, ეს აშშ-ის შიდა საქმეებია და ამას საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მინიმუმ გასაკვირია, „დიფ სთეითის“ ასეთი ღია წარმომადგენელი [სენატორი ჯიმ რიში] ბატონმა ტრამპმა ასეთი სიტყვებით მოიხსენია, ოღონდ ეს, რა თქმა უნდა, აშშ-ის შიდა საქმეებია და ეს აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის, არც საქართველოსთან და არც გარე სამყაროსთან.

რიში კენჭს იყრის ერთ-ერთ შტატში და შესაბამისად, ბატონ დონალდ ტრამპს აწყობდა ამ განცხადების გაკეთება, ვინაიდან მისი შანსები გაეზარდა. ეს არის აშშ-ის შიდა საქმეები, რატომ აწყობდა, რა თქმა უნდა, ეს ბატონმა ტრამპმა იცის მხოლოდ.

სიმართლე გითხრათ ეს ჩვენთვის ცოტა გასაკვირია, რომ ბატონი ტრამპი ღიად უპირისპირდება „დიფ სთეითს“ და ამის ფონზე „დიფ სთეითის“ ერთ-ერთ თვალსაჩინო აქტორს წარმატებას უსურვებს თვითონ აშშ-ში“, – აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.

ასევე იხილეთ