რეჯეფ თაიფ ერდოღანი: დემოკრატიასა და ეროვნულ ნებაზე თავდასხმით, უკანონო, არაეთიკური და ანტიდემოკრატიული საშუალებების გამოყენებით, თქვენ ამ ქვეყანაში ვერაფერს მიაღწევთ
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ მხრიდან მოსახლეობისთვის ქუჩებში გასვლისკენ მოწოდებას უპასუხისმგებლო საქციელი უწოდა.
საპროტესტო გამოსვლები თურქეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ სტამბოლის ოპოზიციონერი მერი კორუფციასა და ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით დააკავა.
„სამწუხაროა, რომ სახალხო რესპუბლიკური პარტია სწრაფად კარგავს თავის კვალიფიკაციას. როგორც პარტია ის ეწევა პოლიტიკას არალეგალურ ორგანიზაციებთან დამყარებული ასიმეტრიული ურთიერთობებით, ყელამდე კორუფციით, პუტჩისტების წახალისებითა და პრობლემური დისკუსიებით, რომელიც იწვევს ქუჩის ტერორს. რესპუბლიკურმა პარტიამ თავი უნდა აარიდოს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტებში შემოჭრილ ბანდიტებს, არამედ მარგინალურ სტრუქტურებს და ტერორისტულ ორგანიზაციებს. მარგინალებთან კავშირით, თავდასხმით ჩვენს პოლიციელებზე, მოსამართლეებსა და პროკურორებზე, რომლებიც თავიანთ მოვალეობას ასრულებენ, მუქარით, სასამართლოზე ზეწოლით დემოკრატიასა და ეროვნულ ნებაზე თავდასხმით, უკანონო, არაეთიკური და ანტიდემოკრატიული საშუალებების გამოყენებით თქვენ ამ ქვეყანაში ვერაფერს მიაღწევთ“, – განაცხადა ერდოღანმა.