top_leaderboard

ლევან მაჭავარიანი: ოპოზციაზე რომ იყოს დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება, ისინი ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვინაიდან იციან, რომ მათი რეიტინგი, ყველაზე კარგ შემთხვევაში, განახევრებულია

“რეალურად, ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ, არა მხოლოდ ეს ოთხი რადიკალური პარტია, კოლექტიური “ნაცმოძრაობა” ცალ-ცალკე, არამედ უშუალოდ ამ პარტიებში შემავალი წევრების დიდი ნაწილიც, ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, რომ დააჯგუფეს ერთად ბატონი ხაზარაძე და ბატონი ელისაშვილი ან ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელიც ფაქტობრივად, მთელს ოპოზიციას ნაგინები ჰყავს”,  – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით ოპოზიცია გარე დავალების შესაბამისად იმოქმედებს, თუმცა მათზე რომ იყოს დამოკიდებული, დაბალი რეიტინგის გამო, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.

“გარე დავალება მიიღეს და მოუწიათ ასე დაჯგუფება, შესაბამისად, მათზე რომ იყოს დამოკიდებული ამ გადაწყვეტილების მიღება, თავისთავად, ისინი ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვინაიდან იციან, რომ მათი რეიტინგი, ყველაზე კარგ შემთხვევაში, განახევრებულია და ოქტომბერში ამის ლუსტრირება არ უნდათ. ატყუებდნენ თავის ამომრჩეველს, რომ არჩევნები გაყალბდა, შემდეგ ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები – ამ ყველაფრით გაუცრუეს თავიანთ ამომრჩეველს იმედები. ამასთან, ღიად აანონსებენ, რომ თავიანთ დღის წესრიგს წარმოადგენს ქვეყნის დესტაბილიზაცია და ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის გამოწვევა, ამის ფონზე იციან, რომ ნულოვანი შანსი აქვთ წარმატების მიღწევის”,  – განაცხადა მაჭავარიანმა.

 

 

ასევე იხილეთ