top_leaderboard

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში მოხდა წყლის მცირე ინფილტრაცია, ამ დროისთვის ტაძარს ან ფრესკებს რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრებათ

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წყლის ჩამოსვლის თაობაზე, განცხადებას ავრცელებს.

„გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში მოხდა წყლის მცირე ინფილტრაცია.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ ადგილზე მდგომარეობის შესაფასებლად.

ამ დროისთვის ტაძარს, ან ფრესკებს რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრებათ. სააგენტო სპეციალისტებთან ერთად მუშაობს შემდგომ ჩასატარებელ ღონისძიებებზე, რათა ტაძარში წყლის განმეორებით ჩასვლა გამოირიცხოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ასევე იხილეთ