“რაც ცუდია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, კარგია ქართველი ხალხისთვის”, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის შესახებ დასმულ საკითხზე საუბრისას.
მისივე თქმით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გუშინდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ დაინახეს თუ რა რეჟიმთან ჰქონდათ საქმე და რა პარტიას წარმოადგენს რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“.
“რა არჩევნებში მონაწილეობაზეა საუბარი?! ეს ძალა ქართული პოლიტიკიდან უნდა იყოს ჩამოცილებული. არჩევნებში თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, კარგია, ეს მათთვის პოლიტიკურად ცუდია, ანუ რაც ცუდია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, კარგია ქართველი ხალხისთვის”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.