პაატა სალია: შეზღუდვები, რომლებზეც საუბარია ე.წ. “მეგობარ აქტში”, თავისი შინაარსით ნამდვილად არ არის საქართველოსთვის მეგობრული
“შეზღუდვები, რომლებზეც საუბარია ე.წ. “მეგობარ აქტში”, ის თავისი შინაარსით ნამდვილად არ არის საქართველოსთვის მეგობრული, არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ შეზღუდვებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ”, – განუცხადა „ქრონიკას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა პაატა სალიამ.
მისივე თქმით, მსგავსი შეზღუდვები შემდგომში უკვე აისახება სრულიად საქართველოს მოსახლეობაზე.
“ამიტომ ჩვენ ამაში მეგობრულს ვერაფერს ვხედავთ. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოს არასდროს გადაუხვევია თავისი ევროატლანტიკური გზიდან, რომელიც კონსტიტუციითაა გამყარებული. ვიმედოვნებთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მოხდება თვისობრივად გადახედვა ამ გადაწყვეტილების და ჩვენ შევძლებთ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ უკვე მომავალში ურთიერთობა”, – აღნიშნა პაატა სალიამ.
არასამთავრობო ორგანიზაციები მორიგი პერფორმანსისთვის ემზადებიან. საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აქტის განხილვის მხარდასაჭერად, ოპოზიცია თბილისში შეკრებას და დოკუმენტში გამოთქმული ცრუ შეხედულებების მხარდაჭერას გეგმავს.