top_leaderboard

თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, ფაკულტეტების დეკანებთან ერთად, აბიტურიენტებს შეხვდა

“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღის ფარგლებში თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ფაკულტეტების დეკანებთან ერთად აბიტურიენტებს შეხვდა”, – ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

“რექტორმა უნივერსიტეტში მიმდინარე ფუნდამენტურ ცვლილებებზე, სიახლეებსა და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რასაც თსუ სთავაზობს მომავალ სტუდენტებს. ფაკულტეტების დეკანებმა აბიტურიენტებს მიაწოდეს ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამებზე სწავლა-სწავლების, საუნივერსიტეტო ცხოვრების, გაცვლითი პროგრამების, სტიპენდიების, სპორტული და შემოქმედებითი აქტივობების შესახებ.

შეხვედრის ბოლოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა უპასუხეს აბიტურიენტების კითხვებს. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს 80-მდე საბაკალავრო პროგრამაზე 6928 პირველსემესტრელს მიიღებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ასევე იხილეთ