საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხა
საქართველოს 21-წლამდელთა ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ფინეთის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხა.
მატჩის ანგარიში ფინელებმა 24-ე წუთზე გახსნეს და პირველი ტაიმიც მათ სასარგებლოდ 1:0 დასრულდა. 50-ე წუთზე საბა ხვადაგიანმა ანგარიში გაათანაბრა, რასაც 56-ე წუთზე გიზო მამაგეიშვილის გოლი მოჰყვა, მე-60 წუთზე კი ფინელმა ფეხბურთელმა ავტოგოლი გაიტანა. 68-ე წუთზე ფინელებმა სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირეს, 89-ე წუთზე კი ოთარ მამაგეიშვილმა გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 4:2 დაფიქსირდა.
ახალგაზრდული ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს 25 მარტს სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ივნისში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, სადაც ზედიზედ მეორედ იასპარეზებს.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.