top_leaderboard

დღეს თბილისის “გრანდ სლემზე” 13 ქართველი იასპარეზებს

თბილისში მიმდინარე ძიუდოს “გრანდ სლემის” დასკვნით საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების 13 წევრი იასპარეზებს:

90 კგ – ლუკა მაისურაძე, გიორგი ჯაბნიაშვილი, ნიკა ხარაზიშვილი, სოსო ებილაშვილი.

100 კგ – ილია სულამანიძე, ნიკოლოზ ზაალიშვილი, იმედა გოგოლაძე, ისლამ წინწალაშვილი.

+100 კგ – გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, გაბო მუკბანიანი.

+78 კგ – სოფიო სომხიშვილი.

წინასწარი შეხვედრები 11:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ექვსი მედალია – ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს. ჩვენი გუნდი საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა, ხოლო მამაკაცებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

ასევე იხილეთ