top_leaderboard

დონალდ ტრამპი: სამშვიდობო პროცესი კონტროლს ექვემდებარება, მხოლოდ მე შემიძლია პუტინის შეჩერება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შემდგომი ესკალაციის შეკავების მცდელობები “კონტროლს ექვემდებარება”.  ამის შესახებ “ბლუმბერგი” წერს.

“შესანიშნავი იქნებოდა ამის შეჩერების შესაძლებლობა. ასე ვიტყვი, სხვა ვერავინ შეძლებდა ამას, ვერავინ”, – განაცხადა ტრამპმა.​​​​​​​​​​​​​​​​

ტრამპმა აღნიშნა, რომ „რაციონალური დისკუსიები“ და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ასევე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი ურთიერთობები არის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების გასაღები.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კონფლიქტის მოგვარებაში წინსვლა შესაძლებელია ყველა მხარესთან კონსტრუქციული დიალოგით.

ასევე იხილეთ