გოგა ხაინდრავა ჯო უილსონის მოკავშირე ქართველებზე: რად უნდა გიღირდეს სამშობლო, რომ ამ ცილისმწამებელი გარეწარის ბოროტი ვნებების დასაკმაყოფილებლად ქვეყანას მტრობდე!
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის ბოლო განცხადებას იქსის საკუთარი გვერდიდან ეხმიანება:
“ჯო უილსონი – “ქართველი ხალხი უარყოფს ივანიშვილის ტირანულ რეჟიმსა და მცდელობებს, მიყიდონ საქართველო ირანულ რეჟიმსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას!”. რად უნდა გიღირდეს სამშობლო, რომ ამ ცილისმწამებელი გარეწარის
ბოროტი ვნებების დასაკმაყოფილებლად ქვეყანას მტრობდე!”, – წერს ხაინდრავა.