კახა ჭუმბურიძე: ქართველი გულშემატკივარი კარგ თამაშს, გამარჯვებასა და გოლებს ელოდება
“ქართველ გულშემატკივარს დიდი ძალა აქვს და ეს გამოჩნდა ერევანშიც კიდევ ერთხელ. ყველანაირი განწყობა არის მაღალი, ველოდებით დღევანდელ თამაშს”, – განუცხადა „ქრონიკას“ ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ.
“3:0-ით მოგების შემდეგ, რა თქმა უნდა, მოგების შანსები დიდია, მაგრამ მოდუნებაც არ ღირს, რადგან ქართველი გულშემატკივარი კარგ თამაშს, გამარჯვებასა და გოლებს ელოდება. ქართველ გულშემატკივარს დიდი ძალა აქვს და ეს გამოჩნდა ერევანშიც კიდევ ერთხელ. ყველანაირი განწყობა არის მაღალი, ველოდებით დღევანდელ თამაშს”, – აღნიშნა ჭუმბურიძემ.
დღეს საქართველოს ნაკრები “დინამო არენაზე” სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრა 18:00 საათზეა დაგეგმილი.