top_leaderboard

შოთა არველაძე: გიოს და კვარას ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება

საქართველოს ნაკრების ლეგენდარული თავდამსხმელი და ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძე საქართველო-სომხეთის მატჩს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ის წერს, საფეხბურთო ნაკრების ასეთი თამაში, საუკეთესო სანახაობაა.

„ვისურვებ, რომ ეს გამარჯვების მენტალიტეტი და ემოციები არაფერმა შეცვალოს. სავსე დინამო არენა და საფეხბურთო ნაკრების ასეთი თამაში, ჩვენი რეალობის საუკეთესო სანახაობაა. გიოს და კვარას კი ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“, – წერს შოთა არველაძე.

ასევე იხილეთ