გიორგი გულიაშვილი: ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ ფეხბურთელებთან ერთად თამაში, ვიყო ამ გუნდის წევრი
მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ დადებითი შედეგით დასრულდა თამაში, შევინარჩუნეთ ადგილი B დივიზიონში, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გულიაშვილმა სომხეთის ნაკრებთან მოგებული თამაშის შემდეგ.
მისივე თქმით, მისთვის დიდი პატივია იყოს ამ გუნდის წევრი.
„რაც შეეხება დებიუტს, ბედნიერი ვარ ძალიან. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ ფეხბურთელებთან ერთად თამაში, ვიყო ამ გუნდის წევრი“, – აღნიშნა მან.
საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების მატჩი საქართველოს სასარგებლოდ ანგარიშით 6:1 დასრულდა.