top_leaderboard

ცნობილია ერთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები

გაირკვა 2024-25 წლების ერთა ლიგის გათამაშების ნახევარფინალური წყვილები.

პირველ ნახევარფინალში 4 ივნისს გერმანია და პორტუგალია შეხვდებიან ერთმანეთს. გერმანელებმა მეოთხედფინალში იტალიის ბარიერი გაიარეს (2:1, 3:3), პორტუგალიამ დანია დაამარცხა (0:1, 5:2 დ.დ.).

5 ივნისს მეორე ნახევარფინალში ესპანეთი და საფრანგეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მეოთხედფინალში ერთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, ესპანეთმა ნიდერლანდები პენალტების სერიაში დაამარცხა (2:2, 3:3, პენ. 5:4), საფრანგეთმა ასევე 11-მეტრიანებში აჯობა ხორვატიას (0:2, 2:0, პენ. 5:3).

ნახევარფინალები, მე-3 ადგილისთვის მატჩი (8 ივნისი) და ფინალი (8 ივნისი) გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაიმართება.

ასევე იხილეთ