top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი: როდესაც „მოლოტოვის კოქტეილს“ ევროპელი დიპლომატი უწოდებს მშვიდობიან ღონისძიებას და იტყვის, რომ ცეცხლის ნაცვლად იქ ხედავს ყვავილებს ალბათ, ეს რა თქმა უნდა არის სირცხვილი და არის ყველანაირი ღირებულებების მიღმა

ჩვენ პირდაპირ ეთერში ვხედავდით, თუ როგორ ესხმოდნენ თავს პოლიციელებს და როგორ დუმდნენ ამაზე ევროპელი დიპლომატები, როგორ ესხმოდნენ თავს და ცეცხლს უკიდებდნენ პარლამენტს და როგორ დუმდნენ ამაზე ევროპელი დიპლომატები, როგორ აზიანებდნენ ადამიანებს და ქონებას და როგორ დუმდნენ ამაზე ევროპელი დიპლომატები, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან კითხვის საპასუხოდ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანს არ დაუნახავს აქციების მიმდინარეობისას, რომ აქციის მონაწილეები პიროტექნიკას ესროდნენ პოლიციელებს, ან აზიანებდნენ შენობებს.

ყველამ ნახა უცხოეთიდან დაფინანსებული, ორგანიზებული ძალადობრივი აქციები, თავდასხმა პოლიციელებზე, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, პარლამენტის დაწვის მცდელობა და ცეცხლის წაკიდება პარლამენტისთვის და ნახა, რომ ამაზე ბრიუსელიდან, თუ სხვა დედაქალაქიდან მოვლენილი დიპლომატები. არა თუ დუმდნენ, რაც ყველაზე სამარცხვინო იყო, რომ ამ ყველაფერს უწოდეს მშვიდობიანი აქცია ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებში. როდესაც „მოლოტოვის კოქტეილს“ ევროპელი დიპლომატი უწოდებს მშვიდობიან ღონისძიებას და იტყვის, რომ ცეცხლის ნაცვლად იქ ხედავს ყვავილებს ალბათ, ეს რა თქმა უნდა არის სირცხვილი და აჩვენებს იმას, რომ ეს არის ყველანაირი ღირებულებების მიღმა.

პარლამენტს ნახევარ მილიონ ლარამდე ზიანი აქვს მიყენებული, 130 000 ლარის ხარჯი უკვე გაწეულია ამ ზიანის აღმოსაფხვრელად. ექსპერტიზაზეა არის საკითხები, ველით საბოლოო შეფასებებს. ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 500 000 ლარამდე ზიანი მიადგა საქართველოს პარლამენტს. ფასადიდან ჩანდა ეს ყველაფერი, ცეცხლი როგორ წაუკიდეს საქართველოს პარლამენტს და როგორ იწვოდა. ამის ფონზე როგორ გვეუბნებოდა ზოგიერთი ევროპელი დიპლომატი თუ ელჩი, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია.

თითქმის სრულად იყო დაზიანებული პარლამენტის პირველი სართულის ოთახები, ასევე სხვადასხვა დანადგარები იქნა დაზიანებული. ფაქტობრივი ზიანი უკვე არის 100 000 ლარზე მეტი, რაც არის გაწეული ხარჯები და ასევე სხვადასხვა აღჭურვილობა ინვენტარი, რომელიც დაზიანებული იყო, ამ მზიანის შეფასება ხდება.

უცხოელების მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ორგანიზებით და მონაწილეობით და მათ მიერ დაფინანსებული პარტიების მონაწილეობით დაზიანდა საქართველოს პარლამენტი და დაზიანდა ქართველი ხალხის ინტერესი იმ მხრივ, რომ მოუწევს ბიუჯეტიდან ამ ზიანის ანაზღაურება. ხომ არ იფიქრებდნენ რომ ქართველ ხალხს ეს ზიანი აუნაზღაურონ იმიტომ, რომ მათ მიერ დაფინანსებული სუბიექტების მხრიდან მოხდა მზიანის მიყენება, მათ მიერ წახალისებული იყო ეს ძალადობა. იმიტომ, რომ არ გმობდნენ და საკუთარი დუმილით ახალისებდნენ ამ ძალადობას. ვფიქრობ, რომ მათი პასუხისმგებლობა არის რომ ანაზღაურონ აუნაზღაურონ ქართველ ხალხს ეს ზიანი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ