top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი: სატელიტებად არიან ახლა გადანაწილებული „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ კარგად მოძებნოთ არასაპარლამენტო, რადიკალური და ექსტრემისტული ოპოზიციის ფლანგზე

სატელიტებს ჩვენ ვხედავთ უცხოური დაფინანსებით მოქმედს საქართველოში. გახსოვთ ამ პარლამენტში რამდენიმე ოპოზიციონერი იყო და ხატია დეკანოიძე გამოეყო „ნაციონალური მოძრაობას“ და ცალკე პარტია ვართო რომ ამბობდნენ ის და ბატონი რომან გოცირიძე. არჩევნებზე ქალბატონი ხატია იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციურ პარტიებზე საუბრისას.

„სატელიტებს ვინც აკეთებს, ამას კარგად ვხედავთ. სატელიტებად არიან ახლა გადანაწილებული „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არის ნაციონალურ მოძრაობა; „ახალი“, რომელიც შედგება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარისგან და „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტისგან; „ლელო“, რომელიც შედგება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისგან, პოლიტიკურ სფეროში ქალბატონი სამადაშვილის სახით და ბიზნეს სფეროში ბატონი ხაზარაძე-ჯაფარიძის სახით; „საქართველოსთვის“, რომელიც შედგება გიორგი გახარიასგან და სხვებისგან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არ დაჭერის გამო გაიქცა „ქართული ოცნებისგან“, რომ არ დაეჭირა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. სატელიტები თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ კარგად მოძებნოთ არასაპარლამენტო, რადიკალური და ექსტრემისტული ოპოზიციის ფლანგზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ