top_leaderboard

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად იმსჯელა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განმარტებით, ცვლილება შედის კანონის მე-5 მუხლში, რომლის თანახმადაც, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გასაცემი მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა განისაზღვრება 200 000 ლარით, ნაცვლად 100 000 ლარისა.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის ნორმატიული აქტით განსაზღვროს მიკროკრედიტის შესახებ დამატებითი მოთხოვნები.

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გასაცემი მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობის გაზრდა 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე ხელს შეუწყობს ახალი პროდუქტების განვითარებას და გაზრდის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას“, – განაცხადა მომხსენებელმა.

ასევე იხილეთ