top_leaderboard

სიიარტო: ლიბერალური პარტიები თუ იმარჯვებენ, ეს იდეალურია ბრიუსელისთვის, ეროვნული მთავრობა თუ იმარჯვებს, მაშინ კრიზისია, ეს აღმაშფოთებელი მიდგომა საერთაშორისო პოლიტიკაში დონალდ ტრამპმა შეაჩერა

ლიბერალური პარტიები თუ იმარჯვებენ ქვეყანაში, ეს იდეალურია ბრიუსელისთვის, ეროვნული მთავრობა თუ იმარჯვებს, მაშინ კრიზისია, ეს აღმაშფოთებელი მიდგომა საერთაშორისო პოლიტიკაში დონალდ ტრამპმა შეაჩერა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უნგრელი მინისტრს თქმით, საქართველო საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო ლიბერალური მეინსტრიმი,  გლობალური დიქტატურა ცდილობდეს მთავრობაზე წნეხის განხორციელებას იმის გამო, რომ ქვეყანას პატრიოტული გრძნობები აქვს და არსებობს პოლიტიკური სტრატეგია, რომ ქვეყანაში კონსერვატორული და ქრისტიანული იდეები განხორციელდეს.

ამასთან, სიიარტოს განცხადებით, სწორედ აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბუდაპეშტში, ელჩების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

„ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ რამდენად სკანდალურია ორმაგი სტანდარტი მსოფლიოში, რომელიც შემდეგ ფაქტს ეფუძნება – ლიბერალური პარტიები თუ იმარჯვებენ ქვეყანაში, ეს იდეალურია ბრიუსელისთვის, თუ ეროვნული მთავრობა იმარჯვებს, მაშინ კრიზისია. 

ეს აღმაშფოთებელი მიდგომა საერთაშორისო პოლიტიკაში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეაჩერა, რომელმაც ძალიან მყისიერად და მკაფიოდ განაცხადა, რომ გლობალური დიქტატურა და ლიბერალური ძალები უკვე წარსულს ჩაბარდა, იდეოლოგია შეიცვალა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ პოლიტიკის წარმატებას მხარი დავუჭიროთ. ამიტომ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსება შეუწყდა, ეს ფინანსური ნაკადი სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკას აღარ არევს და აღარ მოხდება სუვერენიტეტის ხელყოფა.

ამავდროულად, ჩვენ მოვუწოდებთ, მკაცრად იყოს გამოძიებული, ვინ იყვნენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, რომელთა საშუალებითაც უცხოური ფინანსური წყაროების გამოყენებით ხდებოდა უცხოური ძალების ინტერესების გატარება ქვეყნებში. ძალიან ბევრი ადამიანი გამოთქვამს უკმაყოფილებას დაფინანსების შეწყვეტის გამო, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ჩვენ, უნგრელები, ვეწინააღმდეგებით ბრიუსელის პოლიტიკას. ეს დაფინანსება და შიდა ცხოვრებაში ჩარევა არის სუვერენიტეტის ხელყოფა, უცხოური ინტერესების განხორციელება სხვა ქვეყნებში. ევროკომისიის და ევროპის გადასახადის გადამხდელთა წყაროები არ უნდა გამოიყენებოდეს, ეს მიუღებელია, ეს არის შიდა ცხოვრებაში ჩარევა, განსაკუთრებით გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში მობილიზებული თანხების გამოყენებით“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

ასევე იხილეთ