რუსეთში საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა
რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მოიერიშე საბრძოლო თვითმფრინავმა, „სუ-25“-მა კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
კატასტროფა სასწავლო ფრენის დროს მოხდა. პილოტმა კატაპულტირება მოახერხა. თვითმფრინავი დაუსახლებელ ზონაში ჩამოვარდა და მიწაზე ნგრევა არ გამოუწვევია. წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.