top_leaderboard

ქართველი პარაძიუდოისტი საბა ბაღდავაძე „მსოფლიოს თასის“ ჩემპიონია

ქართველმა პარაძიუდოისტმა, საბა ბაღდავაძემ (-81 კგ) „თბილისი არენაზე“ პარაძიუდოში, მსოფლიოს თასის გათამაშებაზე ჩემპიონობა იზეიმა.

მან ფინალში თურქი მოწინააღმდეგე დაამარცხა. აღნიშნულ ტურნირზე საქართველოსთვის ეს მესამე მედალია. -70 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა და გიორგი ქალდანმა ჩემპიონობა იზეიმა, ხოლო ზურაბ ზურაბიანი კი ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ტურნირში მონაწილეობს 25 ქვეყნის 250-მდე წარმომადგენელი, მათ შორის – მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონები.

ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

ასევე იხილეთ