top_leaderboard

ირაკლი კირცხალია – ბალტიის ქვეყნებს ალბათ დაავალეს, უსამშობლოების საშუალებით ახალი დირექტივები გატარდეს, რომ აქაურ განულებულ აგენტურას პოლიტიკური საკენკი მისცენ

x

ბალტიის ქვეყნებს ალბათ დაავალეს, რომ უსამშობლოების საშუალებით ახალი დირექტივები გატარდეს, რომ აქაურ განულებულ აგენტურას პოლიტიკური საკენკი მისცენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობს წევრმა, ირაკლი კირცხალიამ ბალტიისპირეთის ქვეყნებში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, კირცხალიას თქმით, სირცხვილია, როცა ბალტიის ქვეყნები საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებას ცდილობენ.

„ბალტიის ქვეყნები უკრაინა-რუსეთის ომის შემდეგ ძალიან აქტიურები არიან – მოწოდებებით და ანტისამთავრობო აქციებზე გამოსვლებით გამოირჩევიან. სამწუხაროდ, ევროპარლამენტის სტრუქტურებში წამყვან პოზიციებზე არიან და სირცხვილია, როცა ეს ქვეყნები საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებას ცდილობენ. რუსეთის ასეთი რა შიში აქვთ, ნატო-ს წევრი ქვეყნები არიან. რა შიშიც არ უნდა ჰქონდეთ, მათი ქმედებები, თუ განცხადებები რომელ მორალთან არის ახლოს? ამ ყველაფრის მერკანტილური მიზნებიც აშკარა და ნათელია. ომის შემდეგ ერთ-ერთი პირველი სავაჭრო პარტნიორები არიან რუსეთთან. განსაკუთრებით გამოვყოფდი ლატვიას, რომელსაც ღვინის კულტურა არ აქვს, მაგრამ ღვინის ექსპორტით ერთ-ერთი პირველები არიან რუსეთთან. მათი ყოფილი თანამდებობის პირის, კაია კალასის ოჯახის წევრის რუსეთთან ბიზნესკავშირებზე არაფერს აღარ ვამბობ. როცა ასე უტიფრად საუბრობენ, ეს ამორალურია და თან, სულ მცირე, საწყენი. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილისა და დაჯგუფებების ვიზიტს, ალბათ ამ ქვეყნებს დაავალეს, რომ აქ უსამშობლოების საშუალებით ახალი დირექტივები გატარდეს, რომ აქაურ განულებულ აგენტურას პოლიტიკური საკენკი მისცენ“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე იხილეთ