top_leaderboard

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩემი კოლეგა მოვიწვიე თბილისში ვიზიტით და იმედი გვაქვს, რომ წელს სერბული დელეგაცია ეწვევა თბილისს და იმ დროისთვის ჩვენც და სერბებსაც უფრო მეტი პროგრესი გვექნება ევროპული ინტეგრაციის გზაზე

x

განვიხილეთ ის პროცესი, რომელსაც სერბეთი გადის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სერბეთში ვიზიტის შესახებ საუბრისას.

„სერბეთს უკვე გახსნილი აქვს მოლაპარაკებები და რამდენიმე კლასტერთან მიმართებაში უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს. მათთვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი არის 35-ე თავი, რომელიც მოითხოვს, რომ სერბეთმა მოახდინოს თავისი ურთიერთობების ნორმალიზება კოსოვოსთან.

ჩემი კოლეგა მოვიწვიე თბილისში ვიზიტით და იმედი გვაქვს, რომ წელს სერბული დელეგაცია ეწვევა თბილისს და იმ დროისთვის ჩვენც და სერბებსაც უფრო მეტი პროგრესი გვექნება ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ასევე იხილეთ