სერბეთის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე: მნიშვნელოვანია დავინახოთ, რამდენად არის ევროპა ღია ახალი კანდიდატი ქვეყნისთვის – სერბეთში სამწუხაროდ, ევროსკეპტიციზმი იზრდება
მნიშვნელოვანია დავინახოთ, რამდენად არის ევროპა ღია ახალი კანდიდატი ქვეყნისთვის. ვცადეთ ჩვენი მეგობრებისთვის აგვეხსნა, რომ ამ პროცესში ვართ უკვე სამწუხაროდ 10 წელზე მეტია და ბოლო სამ წელში კარგი, ხილვადი ნაბიჯების გადადგმა ვერ შევძელით, – განაცხადა სერბეთის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ელვირა კოვექსიმ. მისი თქმით, არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ევროინტეგრაციის პროცესში კანდიდატმა ქვეყნებმა ვერ მიაღწიონ პროგრესს.
„სრულად გვესმის საქართველოს სიტუაცია, რომელიც ასევე ძალიან ცდილობს, თუმცა სამწუხაროდ ევროკავშირი ბოლო რამდენიმე თვეში რაღაცნაირად დაიკარგა და ერთის მხრივ ტექნიკურად კანდიდატი ქვეყნისთვის მზად არის, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა არ იქნას მიღწეული პროგრესი. სწორედ ეს არის პრობლემა. მადლიერი ვართ ქართველი მეგობრების. ხალხი კვლავ ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, სერბეთში კი სამწუხაროდ, ევროსკეპტიციზმი იზრდება იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ჩვენი სტრატეგიული გეგმა ევროკავშირში გაწევრიანებაა“, – აცხადებს კოვექსი.
ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებსა და სერბეთის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს შორის დღეს შეხვედრა გაიმართა.