ჩეხეთის სამხედრო კომპანიის ქარხანაში აფეთქება მოხდა
ჩეხეთის სამხედრო კომპანიის, STV-ს ქარხანაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. STV იუწყება, რომ სამხედრო საწარმო პრაღიდან 150 კმ-ში მდებარეობს. პოლიციის ვერსიით, აფეთქება ტექნიკურმა დეფექტმა გამოიწვია.
ამ საწარმოში ჭურვების და რაკეტების წარმოება ხდება, ასევე მიმდინარეობს სამხედრო ტექნიკის რემონტი. საწარმო შეიარაღებას უკრაინას აწვდის.