top_leaderboard

ლავროვი: რუსეთი მისაღები ფორმით შავი ზღვის ინიციატივის აღდგენას მხარს უჭერს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსული მხარე შავი ზღვის ინიციატივის განახლების მომხრეა, მაგრამ ყველა მხარისთვის მისაღები ფორმით.

„ჩვენ მომხრე ვართ შავი ზღვის ინიციატივის რაიმე ფორმით განახლების – ეს ფორმა ყველა მხარისთვის მისაღები უნდა იყოს“, – აცხადებს ლავროვი. 

ლავროვის თქმით, ეს საკითხი ერ-რიადში მოლაპარაკებების დროს განიხილეს.

„ჩვენი პოზიცია მარტივია – ამ კაცის {ვოლოდიმირ ზელენსკი} ჩვენ არ გვჯერა“, – აცხადებს ლავროვი. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ინფორმირებულები არიან.

ცნობისთვის, შავი ზღვის ინიციატივა ცნობილია, როგორც მარცვლეულის შესახებ გარიგება.

ასევე იხილეთ