top_leaderboard

დანიის პრემიერი: აშშ გრენლანდიაზე მიუღებელ ზეწოლას ახორციელებს

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ აშშ გრენლანდიაზე მიუღებელ ზეწოლას ახორციელებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

დანიის მთავრობის მეთაური გამოეხმაურა მიმდინარე კვირაში აშშ-ის მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტს გრენლანდიაში.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მეუღლე, უშა ვენსი უხელმძღვანელებს.

უნდა ვთქვა, რომ ამ სიტუაციაში გრენლანდიასა და დანიაზე ზეწოლა მიუღებელია. და ეს არის ზეწოლა, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ“, – აღნიშნა მეტე ფრედერიკსენმა.

„ვიზიტი აშკარად არ ეხება იმას, თუ რა სჭირდება ან რა სურს გრენლანდიას. პრეზიდენტი ტრამპი სერიოზულად განწყობილია. მას გრენლანდია სურს. ამიტომ, [ეს ვიზიტი] ვერ განიხილება დამოუკიდებლად სხვა ყველაფრისგან“, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ