top_leaderboard

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ვიზიტის დროს სერბეთში Air Serbia-მ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ბელგრადიდან თბილისში პირდაპირი რეისები შესრულდება

სერბეთის მთავარმა ავიაკომპანიამ – Air Serbia-მ მიიღო საბოლოო იმასთან დაკავშირებით, რომ ბელგრადიდან თბილისში პირდაპირი რეისები შესრულდება, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

„მქონდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს და სერბეთს აქვთ, იმ ერთობლიობაზე პრობლემებისა, რომლებიც ჩვენ ქვეყნებს აქვთ. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. ჩვენ ერთმანეთს ყველგან უპირობოდ ვუჭერთ მხარს, ასევე მეორე მნიშვნელოვანი საკითხი იყო ევროპული ინტეგრაცია იმიტომ, რომ ჩვენთვის ორივესთვის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროპული ინტეგრაცია. ძალიან სასიხარულო ამბავი გვაქვს – Air Serbia-მ, სერბეთის მთავარმა ავიაკომპანიამ ჩვენი ვიზიტის დროს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში იქნება პირდაპირი რეისები ბელგრადიდან“, – განაცხადა სამხარაძემ.

ასევე იხილეთ