top_leaderboard

გურამ მაჭარაშვილი „საიაზე“: თავიდანვე იცოდნენ, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ არაფერი ანტიკონსტიტუციური არ ჰქონდა

თავიდანვე იცოდნენ, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ არაფერი ანტიკონსტიტუციური არ ჰქონდა,- განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღიარებასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გამჭვირვალობის კანონის გასაჩივრებისას დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერება არ მოუთხოვია.

„თუკი დარწმუნებულები იყვნენ, რომ გამჭვირვალობის გავლენა ეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის პრინციპებს და არგუმენტები ჰქონდათ, სტრასბურგის სასამართლოს, როგორც რუსთავი 2-ის შემთხვევაში რამდენიმე წლის წინ, რატომ არ მოსთხოვეს შეჩერება? იმიტომ არ მოსთხოვეს, რომ იცოდნენ, რამდენიმე დღეში მიიღებდნენ უარს. აქედან გამომდინარეობს ზუსტად „საიას“ აღიარებითი ჩვენება, რომ თავიდანვე იცოდნენ, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ არაფერი ანტიკონსტიტუციური არ ჰქონდა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ