logo_geo
გსმენიათ სტალინის ნახევარძმის შესახებ?!
- +

27 სექტემბერი. 2017. 01:37


დამიანე დავრიშაშვილს, რომელიც იყო გორის პრეფექტი, კეკესთან ჰქონდა ურთიერთობა. მისგან შეეძინა იოსები და ამაზე მთელი გორი ლაპარაკობდაო"

მწერალი ქეთევან დავრიშაშვილი (დავრიშევი) საფრანგეთში, ქართული წარმომავლობის ოჯახში დაიბადა. დღესაც პარიზში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მწერალმა 2004 წელს გამოაქვეყნა პირველი რომანი - "ყველაფერი კარგად იქნება". მომდევნო რომანმა - ,,შავი ზღვა" კი 2010 წელს "ლანდერნოს", ხოლო 2011 წელს "ვერსიონ ფემინა-ვირჟინის" ლიტერატურული პრემიები მოიპოვა. მის წიგნებში რეალური ამბებია აღწერილი ანუ ის, რაც ქეთევანის წინაპრებს გადახდათ თავს ემიგრაციამდე და ემიგრაციის შემდეგ. ერთ-ერთ წიგნში კი დიდ ბაბუაზე (მამის მხრიდან) საუბრობს, რომელიც სტალინის ნახევარძმა იყო და რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შვილი და შვილიშვილი ჰყავდა, მარტოობაში დაასრულა სიცოცხლე.


დავ­რი­შაშ­ვი­ლის რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი ქარ­თუ­ლად ქალ­ბა­ტონ­მა ცი­სა­ნა ბი­ბი­ლე­იშ­ვილ­მა თარ­გ­მ­ნა. სწო­რედ მას ვთხო­ვეთ, საზღ­ვარ­გა­რეთ გაზ­რ­დი­ლი კი­დევ ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ქარ­თ­ვე­ლის შე­სა­ხებ ეამ­ბა ჩვენ­თ­ვის: 


- 2010 წელს სტუმ­რად მყავ­და ფრან­გი ქარ­თ­ვე­ლო­ლო­გი. ერთ დღეს, რო­ცა ელექ­ტ­რო­ნულ ფოს­ტას ამოწ­მებ­და, მი­პა­ტი­ჟე­ბა მი­ი­ღო ქე­თე­ვან დავ­რი­შე­ვის წიგ­ნის - "შა­ვი ზღვა" პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე. მკითხა, - ამ ავ­ტო­რის შე­სა­ხებ თუ გსმე­ნი­ა­თო? - არა, პირ­ვე­ლად მეს­მის-მეთ­ქი. რო­ცა ქე­თე­ვა­ნის შე­სა­ხებ მი­ამ­ბო, და­ვინ­ტე­რეს­დი ამ ადა­მი­ა­ნით, საფ­რან­გეთ­ში ნაც­ნო­ბებს და­ვუ­რე­კე და ვთხო­ვე, ჩემ­თ­ვის მი­სი წიგ­ნი გა­მო­ეგ­ზავ­ნათ. წა­ვი­კითხე და დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ ეს არის ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის ის­ტო­რია. მოთხ­რო­ბი­ლია პირ­ვე­ლი თა­ო­ბის ემიგ­რა­ცია: რო­გორ წა­ვიდ­ნენ საფ­რან­გეთ­ში, რო­გორ მო­ი­კი­დეს იქ ფე­ხი, რო­გორ ცხოვ­რობ­დ­ნენ. რაც შე­ე­ხე­ბა მის "შავ ზღვას", წიგ­ნ­ში აღ­წე­რი­ლია ერ­თი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა ემიგ­რა­ცი­ა­ში და პა­რა­ლე­ლუ­რად აღ­წე­რი­ლია სიყ­ვა­რუ­ლის სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვი: თა­მუ­ნა 15 წლის იყო, რო­ცა მშობ­ლებ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან წას­ვ­ლა გა­დაწყ­ვი­ტეს. მას მო­უ­წევს ცხოვ­რო­ბა ემიგ­რა­ცი­ა­ში. გო­გო­ნას სამ­შობ­ლო­ში შეყ­ვა­რე­ბუ­ლის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­და. მას­თან დარ­ჩე­ნა სურ­და, მაგ­რამ ოჯახ­მა ამის უფ­ლე­ბა არ მის­ცა. თა­მუ­ნა დიდ­ხანს იმე­დოვ­ნებ­და, რომ ოდეს­მე შეყ­ვა­რე­ბულ­თან მი­სი გზა გა­და­იკ­ვე­თე­ბო­და, მაგ­რამ ის არ ეხ­მი­ა­ნე­ბო­და. ბო­ლოს, იმე­დი გა­და­ე­წუ­რა... ამ ამ­ბის გად­მო­ცე­მი­სას, ქე­თე­ვანს კარ­გად აქვს "და­ჭე­რი­ლი" ჩვე­ნი ერის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბა, - უცხო­ე­ლე­ბი რომ ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, ცდი­ლობ­დ­ნენ, მორ­გე­ბოდ­ნენ აქა­ურ ცხოვ­რე­ბას, სი­ტუ­ა­ცი­ას და რა­ღაც წა­მო­ეწყოთ, ქარ­თ­ვე­ლე­ბი კი სულ ჩე­მო­დან­ზე ვის­ხე­დით და ვე­ლო­დე­ბო­დით, რო­დის დავ­ბ­რუნ­დე­ბო­დით უკან, სამ­შობ­ლო­შიო... წლე­ბის შემ­დეგ, გო­გო­ნას მა­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბა, ის კი საფ­რან­გეთ­ში, და­სა და დე­დას­თან ერ­თად დარ­ჩე­ბა. დე­და იძუ­ლე­ბუ­ლია, იმუ­შა­ოს. ის­წავ­ლის კერ­ვას და ოჯახს ამით არ­ჩენს. თა­მუ­ნას ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნ­დე­ბა ვინ­მე და­თო, რო­მე­ლიც მარ­თა­ლია, არ უყ­ვარს, მაგ­რამ მას ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე უარს არ ეტყ­ვის. უკ­ვე ფეხ­მ­ძი­მედ არის, რო­ცა ბე­დი პირ­ველ შეყ­ვა­რე­ბულს შე­ახ­ვედ­რებს. თა­მუ­ნა ეტყ­ვის, რომ უკ­ვე და­ნიშ­ნუ­ლია და თხოვ­დე­ბა. ისევ და­შორ­დე­ბი­ან. გო­გო­ნა მუც­ლად­მ­ყო­ფი ბავ­შ­ვის მა­მას გაჰ­ყ­ვე­ბა ცო­ლად... ურ­თი­ერ­თო­ბას ვერ ააწყო­ბენ და ცო­ტა ხან­ში, და­თო მი­ა­ტო­ვებს ოჯახს, სხვა ქალს შე­ირ­თავს...


- მე­რე ისევ გა­და­იკ­ვე­თე­ბა შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის გზე­ბი?


- ტე­ლე­ფო­ნით ეკონ­ტაქ­ტე­ბი­ან ერ­თ­მა­ნეთს, ისიც - ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად. უკ­ვე 90 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლია თა­მუ­ნა, რო­ცა მი­სი ბავ­შ­ვო­ბის დრო­ინ­დე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და­უ­რე­კავს და ეტყ­ვის, რომ მი­სი ნახ­ვა სურს... სა­კუ­თარ თავ­თან ჭი­დი­ლის შემ­დეგ, თა­მუ­ნა მას უფ­ლე­ბას მის­ცემს, მო­ი­ნა­ხუ­ლოს... იმ დღეს ად­გილს ვერ­სად პო­უ­ლობს, ძა­ლი­ან გა­ნიც­დის, - ასე ასა­კო­ვანს რომ და­მი­ნა­ხავს, რას იფიქ­რებ­სო? ცდი­ლობს გა­მო­იც­ნოს, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა თა­მა­ზი?.. ოჯა­ხის წევ­რებ­საც ეტყ­ვის, რომ და­ბა­დე­ბის დღე­ზე გან­სა­კუთ­რე­ბულ სტუ­მარს ელო­დე­ბა, მაგ­რამ დღე ისე ჩა­ივ­ლის, რომ ის არ მო­ვა. ბო­ლოს, ყვე­ლა სტუ­მა­რი რომ წა­ვა და თა­მუ­ნა მარ­ტო დარ­ჩე­ბა თა­ვის ფიქ­რებ­თან, კარ­ზე კა­კუნს გა­ი­გო­ნებს - ის მო­ვი­და...


-
ქე­თე­ვან დავ­რი­შე­ვის წი­ნაპ­რებ­ზე კი­დევ, რი­სი თქმა შე­გიძ­ლი­ათ?


- დე­და­მი­სი გვა­რად ხო­მე­რი­კია. ბა­ბუ­ა­მი­სი (დე­დის მა­მა) - ვიქ­ტორ ხო­მე­რი­კი საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო და ის დი­დუ­ბის პან­თე­ონ­შია დაკ­რ­ძა­ლუ­ლი. სხვა­თა შო­რის, სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით შევ­ხ­ვ­დი ამ კაცს 80-იან წლებ­ში, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და და ატენ­ის სი­ო­ნში გა­და­ვე­ყა­რე... მა­მის მხრი­დან ქე­თე­ვა­ნის ბა­ბუა გახ­ლ­დათ და­თო დავ­რი­შაშ­ვი­ლი. თა­ვის დრო­ზე, სწო­რედ მან მი­ა­ტო­ვა ცოლ-შვი­ლი და ქე­თე­ვა­ნის მა­მას თით­ქ­მის არ ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა მშო­ბელ­თან და შემ­დ­გომ, მის მე­ო­რე ოჯახ­თან. და­ვი­თი და მი­სი მე­ო­რე ოჯა­ხი 60-70-იან წლებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ცხოვ­რობ­დ­ნენ. ეყო­ლათ 5 შვი­ლი. რა­ღაც პე­რი­ო­დი აქ იყ­ვ­ნენ და მე­რე საფ­რან­გეთ­ში დაბ­რუნ­დ­ნენ. 


- თა­ვად მწე­რა­ლი ნამ­ყო­ფია სა­ქარ­­ვე­ლო­ში?


- ქე­თე­ვა­ნი ძა­ლი­ან დი­დი ხნის წინ, რო­გორც ტუ­რის­ტი, ერ­თხელ ეწ­ვია სა­ქარ­თ­ვე­ლოს. სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თუ­ლი არ იცის. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, წიგ­ნებ­ში სა­ოც­რად კარ­გად აღ­წერს თა­ვი­სი ოჯა­ხის ის­ტო­რი­ას და იქ­ვე, მკითხ­ვე­ლი აღ­მო­ა­ჩენს, რომ ეს ქალ­ბა­ტო­ნი კარ­გად იც­ნობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს კუთხე­ებს, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლია ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლის მი­მართ და გა­ნიც­დის ყვე­ლა­ფერს, რაც აქ ხდე­ბა. მან თქვა, - ჩემს ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში სხვა­დას­ხ­ვა ქარ­თ­ვე­ლის ცხოვ­რე­ბას ვა­ერ­თი­ა­ნე­ბო. წერს რე­ა­ლურ ფაქ­ტებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით. "შა­ვი ზღვის" შემ­დეგ გა­მოს­ცა რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი და მათ შო­რის - "სხვა იოსე­ბი". ამ წიგ­ნის მი­ხედ­ვით, გა­მო­დის, რომ ქე­თე­ვა­ნის დი­დი ბა­ბუა (ა­ნუ და­თოს მა­მა) იყო სტა­ლი­ნის ნა­ხე­ვარ­ძ­მა. თურ­მე, გა­რეგ­ნუ­ლა­დაც სა­ოც­რად ჰგავ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს. ამ­ბო­ბენ, - და­მი­ა­ნე დავ­რი­შაშ­ვილს, რო­მე­ლიც იყო გო­რის პრე­ფექ­ტი, კე­კეს­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. მის­გან შე­ე­ძი­ნა იოსე­ბი და ამა­ზე მთე­ლი გო­რი ლა­პა­რა­კობ­დაო. ბავ­შ­ვე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­დ­ნენ და ერ­თად თა­მა­შობ­დ­ნენ, ერ­თად იზ­რ­დე­ბოდ­ნენ. თუმ­ცა, ხში­რად ჩხუ­ბობ­დ­ნენ კი­დეც. ქე­თე­ვა­ნის ბა­ბუ­ას, რო­მელ­საც ასე­ვე, იოსე­ბი ერ­ქ­ვა, თურ­მე ძა­ლი­ან აღი­ზი­ა­ნებ­და ჯუ­ღაშ­ვი­ლი. წიგ­ნ­ში ძა­ლი­ან კარ­გა­დაა აღ­წე­რი­ლი სტა­ლი­ნი­სა და დავ­რი­შაშ­ვი­ლის ბავ­შ­ვო­ბა და ახალ­გაზ­რ­დო­ბა. 


რო­ცა წა­მო­ი­ზარ­დ­ნენ, სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად ორი­ვე თბი­ლის­ში მო­დის და რაც მთა­ვა­რია, სტა­ლინს, რომ­ლის ოჯახ­საც მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან უჭირ­და, დავ­რი­შაშ­ვი­ლი (ა­ნუ მა­მა­მი­სი) ეხ­მა­რე­ბო­და. თბი­ლის­ში ორი­ვე ძმა ებ­მე­ბა რე­ვო­ლუ­ცი­ა­ში, ოღონდ - სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, იოსე­ბი სას­წავ­ლებ­ლად საფ­რან­გეთ­ში მი­დის. იქაც რე­ვო­ლუ­ცი­ა­ში ებ­მე­ბა, მე­რე ჩა­მო­დის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ კი საცხოვ­რებ­ლად საფ­რან­გეთ­ში გა­და­ბარ­გ­და - იმ პე­რი­ოდ­ში, რო­ცა აქ უკ­ვე იოსებ ჯუ­ღაშ­ვი­ლი სტა­ლი­ნი გახ­დე­ბა და ძა­ლა­უფ­ლე­ბას იგ­დებს ხელ­ში. ემიგ­რა­ცი­ა­ში მყო­ფი დავ­რი­შაშ­ვი­ლი ყვე­ლა ქარ­თ­ველ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას გა­ურ­ბის...


- იოსებ დავ­რი­შაშ­ვი­ლი საფ­რან­გეთ­ში მარ­ტო წა­ვი­და თუ ოჯა­ხი ახ­­და თან?


- აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას შე­ირ­თო ქა­ლი, რომ­ლის­გა­ნაც ეყო­ლა და­თო ანუ ქე­თე­ვა­ნის ბა­ბუა. მაგ­რამ მან ოჯა­ხი აქ და­ტო­ვა და ემიგ­რა­ცი­ა­ში მარ­ტო წა­ვი­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მის­მა ცოლ­მა შვილს ხე­ლი ჩაჰ­კი­და და ქმრის კვალს და­ად­გა; საფ­რან­გეთ­ში ჩა­სულ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ამა­სო­ბა­ში, მის მე­უღ­ლეს სხვა შე­ურ­თავს. სხვა გზა არ ჰქონ­და და შვილ­თან ერ­თად, საფ­რან­გეთ­ში და­სახ­ლ­და. მარ­ტომ გა­ზარ­და შვი­ლი, რო­მელ­საც მა­მა ყუ­რადღე­ბას სა­ერ­თოდ არ აქ­ცევ­და. წლე­ბის შემ­დეგ გა­ირ­კ­ვა, რომ იოსებს კი­დევ რამ­დე­ნი­მე შვი­ლი ჰყავ­და სხვა­დას­ხ­ვა ქა­ლის­გან. მა­გა­ლი­თად, ერ­თხელ თურ­მე, ქე­თე­ვანს ამე­რი­კი­დან და­უ­რე­კეს და სთხო­ვეს, იოსებ დავ­რი­შევ­ზე მა­სა­ლე­ბი შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნა, რად­გან უნ­დო­დათ სცოდ­ნო­დათ სა­კუ­თა­რი ფეს­ვე­ბის შე­სა­ხებ.


- იოსებ დავ­რი­შე­ვი საფ­რან­გეთ­ში რას საქ­მი­­ნობ­და?


- თუ არ ვცდე­ბი, სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი გახ­ლ­დათ. საკ­მა­ოდ კარ­გი გა­რეგ­ნო­ბის კა­ცი იყო და რა გა­საკ­ვი­რია, რომ ქა­ლე­ბის მო­ხიბ­ვ­ლა არ უჭირ­და. თუმ­ცა, სი­ცოცხ­ლის ბო­ლოს მარ­ტო დარ­ჩე­ბა. პა­რიზ­ში ჰქონ­და ერ­თი პა­ტა­რა ბი­ნა, რო­მელ­შიც რო­მე­ლი­ღაც შვი­ლიშ­ვი­ლი შე­ი­კედ­ლა და სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამ შვი­ლიშ­ვი­ლის ამ­ხა­ნა­გი იყო შარლ აზ­ნა­ვუ­რი. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ერ­თხელ ქე­თე­ვა­ნი რა­ღაც პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე შეხ­ვ­და აზ­ნა­ვურს, რო­მელ­მაც ჰკითხა: დავ­რი­შე­ვი? სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ხომ არ ხართ? მე ვიც­ნობ­დი ერ­თი დავ­რი­შევ­სო და მო­უთხრო იმ ადა­მი­ან­ზე, რო­მე­ლიც იოსე­ბის სახ­ლ­ში ცხოვ­რობ­და. რო­გორც ქე­თე­ვა­ნი ამ­ბობს, სწო­რედ ამის შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­და დი­დი ბა­ბუ­ის ცხოვ­რე­ბით, ხო­ლო რო­ცა ამე­რი­კი­და­ნაც და­უ­კავ­შირ­დ­ნენ და წი­ნაპ­რებ­ზე მა­სა­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა სთხო­ვეს, უნე­ბუ­რად და­უგ­როვ­და ინ­ფორ­მა­ცია: არ­ქი­ვებ­ში მი­აგ­ნო ცნო­ბებს, ბა­ბუ­ის ჩა­ნა­წე­რე­ბის ძებ­ნა და­იწყო. მე­რე ჰყვე­ბო­და: ამ კაც­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა რომ და­ვიწყე, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ჩე­მი ვა­ჟი გა­რეგ­ნუ­ლად ძა­ლი­ან ჰგავ­და იოსებ­სო...

რას ამ­ბობს ქე­თე­ვა­ნი: მას მე­რე, რაც სა­ქარ­­ვე­ლო­დან წა­ვი­და, იოსებ დავ­რი­შაშ­ვილს სტა­ლინ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნია?


- თურ­მე, სტა­ლინს უნ­დო­და, ის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა, რა­ღაც თა­ნამ­დე­ბო­ბაც შეს­თა­ვა­ზა და ვი­ღა­ცე­ბიც მი­უგ­ზავ­ნა, მაგ­რამ არა­ფერ­მა გაჭ­რა. იოსებს ხომ ის არას­დ­როს ეხა­ტე­ბო­და გულ­ზე და თურ­მე, ისიც კი იფიქ­რა: ახ­ლა ჩა­მიყ­ვანს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და მე­რე გა­მამ­წე­სებს ციმ­ბირ­შიო. სა­ვა­რა­უ­დოდ, სტა­ლი­ნის სა­ხე­ლი აფ­რ­თხობ­და და ამი­ტო­მაც ცდი­ლობ­და, ყვე­ლა ქარ­თ­ვე­ლის­გან და მათ შო­რის, ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გა­ნაც შორს და­ე­ჭი­რა თა­ვი. 


-
ახალ­გაზ­­დო­ბა­ში რის გა­მო ჰქონ­დათ შუღ­ლი? რას წერს ქე­თე­ვა­ნი?


- ამ წიგ­ნის მი­ხედ­ვით, იოსე­ბი გა­ი­ზარ­და ოჯა­ხურ სით­ბო­ში, სტა­ლი­ნი კი ქუ­ჩა­ში. ის უხე­ში იყო და ტლან­ქი, თუმ­ცა ძა­ლი­ან ვაჟ­კა­ცუ­რი; იოსე­ბი კი შე­და­რე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი, მოვ­ლი­ლი ბი­ჭი გახ­ლ­დათ. მი­ზე­ზებ­ზე არა­ფე­რი წე­რია, მაგ­რამ აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მათ შო­რის და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ბავ­შ­ვო­ბი­დან იყო. სი­ცოცხ­ლის ბო­ლო წლებ­ში იოსე­ბი დაყ­რუვ­და კი­დეც. უკ­ვე საკ­მა­ოდ ხელ­მოკ­ლედ ცხოვ­რობ­და. ყუ­რის ტკი­ვილ­მა რომ შე­ა­წუ­ხა, ექიმ­თან მი­ვი­და და, ხომ იცით, ბე­დი მა­ინც რა არის - ექიმ­თან მი­სულ­მა სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით გა­იც­ნო კი­დევ ერ­თი შვი­ლიშ­ვი­ლი: ექი­მი პა­ცი­ენტს რომ მი­ი­ღებს, სწო­რედ მა­შინ გა­ირ­კ­ვე­ვა, რომ ორი­ვე დავ­რი­შე­ვია. ახალ­გაზ­რ­დას გა­უ­ჭირ­დე­ბა ბა­ბუ­ის­თ­ვის სი­მარ­თ­ლის თქმა, მაგ­რამ თავს ძა­ლას და­ა­ტანს და ეტყ­ვის, - ეს მე ვარ, შე­ნი შვი­ლიშ­ვი­ლიო. იოსე­ბი ცი­ვად შეხ­ვ­დე­ბა ამ ამ­ბავს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ექი­მი დაჰ­პირ­დე­ბა ყუ­რის აპა­რატს, დახ­მა­რე­ბა­საც შეს­თა­ვა­ზებს. მაგ­რამ მას მე­რე ის ბა­ბუ­ას ვე­ღარ ნა­ხავს: იოსე­ბი ექიმ­თან აღარ მი­სუ­ლა და რო­გორც მე­რე ხუმ­რობ­დ­ნენ, - რო­ცა გარ­და­იც­ვა­ლა, ყურ­ში ისევ ის ბამ­ბა ჰქონ­და, რო­მე­ლიც შვი­ლიშ­ვილ­მა ჩა­უ­დო. და ბო­ლოს, მინ­და გითხ­რათ, რომ ახ­ლო მო­მა­ვალ­ში "შა­ვი ზღვის" მი­ხედ­ვით, ფილ­მის გა­და­ღე­ბას აპი­რე­ბენ და ეს იქ­ნე­ბა ქარ­თულ-ფრან­გუ­ლი ფილ­მი, რო­მელ­შიც ალ­ბათ, ქარ­თ­ველ მსა­ხი­ო­ბებ­საც ათა­მა­შე­ბენ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი