logo_geo
ვისგან ისწავლეს ბოლნისში ჩასახლებულმა გერმანელებმა მევენახეობა-მეღვინეობა?
- +

1 მარტი. 2018. 22:13



ბოლნისში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას ხელი შეუწყო გერმანიის იმპერიიდან 1818 წელს ჩამოსახლებულმა შვაბმა კოლორიტებმა, რომლებსაც ვენახის გაშენება-დამუშავების და ღვინის წარმოების ტრადიციული ცოდნა არ გააჩნდათ. გულმოდგინე და შრომისმოყვარე გერმანელებმა ადგილობრივი მოსახლეობისაგან კარგად შეისწავლეს და 1 565 ჰექტარზე გააშენეს მუსკატის, მადერასა და იზაბელას ჯიშები, რომელიც ევროპიდან გამოიწერეს მეფისნაცვალის გრაფ ვორონცოვის დახმარებით. მათ აგრეთვე გააშენეს რქაწითელის, საფერავის, ალგოტეს, გორულასა და სხვა საღვინე მაღალხარისხოვანი ვაზის ჯიშები, რასაც აღნიშნავს გერმანელი კოლონისტი ერნსტ ალმენდინგერი თავის წიგნში „ეკატერინენფელდი, გერმანული სოფელი კავკასიაში 1818-1941 წლებში".


ე.ალმენდინგერი თავის წიგნში აღნიშნავს, რომ XX საუკუნის დასაწყისში ეკატერინენფელდში (დღევანდელი ქ.ბოლნისი) ისე განვითარდა მევენახეობა, რომ სოფლის მოსახლეობა (814 ოჯახი) საკუთარი ძალებით ვერ ახერხებდა ასეთი დიდი რაოდენობის ყურძნის მოკრეფა-გადამუშავებას.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი