logo_geo
გამოთხოვება რეზო ხასიასთან: ისე ჩუმად წავიდა, როგორც დიდი ადამიანები მიდიან
- +

3 დეკემბერი. 2019. 01:47

 

 

ჟურნალისტი ირაკლი შონია, ზუგდიდის ჩოხოსან კოლორიტსა და ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელ რეზო ხასიას სოციალური ქსელის მეშვეობით ეთხოვება და შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

ისე ჩუმად წავიდა, როგორც დიდი ადამიანები მიდიან, არავინ შეუწუხებია...რეზო ხასია ზუგდიდის ჩოხოსანი კოლორიტი და ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი! არ დაკლებია, არც ერთ პოლიტიკურ მოვლენას თუ რამ ხდებოდა მის მშობლიურ ქალაქში... ჩოხამდე კი ემოსა ეროვნული გვარდიის სამოსი, თუმცა მხოლოდ ტანსაცმელს რა ფასი აქვს? რეზო თავიდანვე დაბადებული იყო ეროვნული საქმისთვის, ნახვა გინდოდათ? ხშირად ნახავდით საპატიო ყარაულში პირველი პრეზიდენტის ბიუსტთან.... წლებს რა ვუთხარი და სიბერეს, ბოლო პერიოდში, რამდენჯერაც შემეხმიანა ტიროდა.

ვკითხე, - რა გატირებთ -მეთქი და ყველანი მინდა უფრო ახლოს მყავდეთ, ყოველდღე გიხილოთ, მონატრება მატირებსო...

იძინე მშვიდად, ჩემო უფროსო მეგობარო, ამიერიდან (და სიცოცხლეშივე) შენ ეკუთვნი საქართველოს ღირსეული მამულიშვილების ისტორიას!

უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ!
ზუგდიდი შენი ქალაქი! ზუგდიდი თავისუფლების ქალაქი!“.   

 

 

big_banner
არქივი