logo_geo
გია აბულაძე: გვაშაყირებდნენ ჩვენც და ერთმანეთსაც, რეალურად ვერაფერი გაიგეს
- +

21 იანვარი. 2020. 22:53

 

 

თბილისის ბავშვთა ქალაქ მზიურის გენგეგმაზე მუშაობა, რომელიც მწერალ ნოდარ დუმბაძის იდეის თანახმად ხორციელდებოა,  2 წლის განმავლობაში მიდიოდა. დღეს ასეთ პროექტს ჰქვია სივრცითი მოწყობის გეგმა. არქიტექტორების ჯგუფმა მდინარე ვერეს მთელი ხეობის 13 მეტრი სიგრძის მაკეტი მოამზადეს.

ერთხელაც, ნოდარ დუმბაძეს სთხოვეთ საპროექტოში მოსულიყო და ენახა.

მოვიდნენ ნოდარ დუმბაძე და ჯანსუღ ჩარკვიანი. ორივეს ხომ საოცრად მახვილი ენა ჰქონდა და განუწყვეტლივ ხუმრობდნენ, ჩვენც დაგვხოცეს სიცილით. მერე დასხდნენ და ირაკლი მასხარაშვილმა დაიწყო ახსნა, _ „სტრუქტურის უწყვეტობა“, “ურბანულ სისტემაში შემოსული მწვანე მასივი“ და ა.შ. ყოველ ხუთ წუთში ჯანსუღი მიუბრუნდებოდა ნოდარს და ეკითხებოდა: შენ თქვი, ბიჭო, ეს? ეს შენ მოიფიქრე, ნოდარ? ასე გქონდა ჩაფიქრებული? აუჰ, რამხელა რამე გითქვამს?! გვაშაყირებდნენ ჩვენც და ერთმანეთსაც, გვამაიმუნებდენ, რეალურად ვერაფერი გაიგეს და არც იყო საჭირო“, - იხსენებს არქიტექტორი გია აბულაძე.

 

 

big_banner
არქივი