logo_geo
სომეხ დაშნაკებთან ბრძოლისას ლომად წოდებული ქართველი გენერალი
- +

30 იანვარი. 2020. 01:00

 

 

 

 

ადვოკატი მერაბ რაფავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: 

"პოლკოვნიკი ირაკლი ცაგურია! სომეხ დაშნაკებთან ბრძოლისას ლომად წოდებული! სადახლოსთან გამართული ბრძოლის გმირი! რომელმაც კოკი კიზირიასთან და კაპიტან ქარუმიძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა ბოლნისისა და სადახლოს განთავისუფლებაში სომეხი დამპყრობლებისგან!!! სომეხი დაშნაკებისგან ალყაში მოქცეულები, სულ 80 კაცით გადავიდნენ შეტევაზე ხუთჯერ მეტ მტერთან! კიზირიას ოთხი ტყვია მოხვდა. ამ დროს ლომად იქცა ცაგურია, გაშიშვლებული ხმლით ხელში შევარდა ბრბოში, ხელჩართულ ბრძოლაში მოძებნა და ხმლით აჰკაფა სომეხთა მეთაური, რამაც შეაშინა სომხები და ბრძოლის ველიდან გაქცევით უშველეს თავს!!! 1918 წლის 22 დეკემბერი!
წყარო "სახალხო საქმე" (1918 წ. N 418).

 

 

 

big_banner
არქივი