logo_geo
დიქტატორების ცოლები - როგორ უყვარდა სტალინს
- +

29 მაისი. 2017. 22:27



დიქტატორები, ტირანები და ტერორისტები ჩვენ ურჩხულებად მიგვაჩნია, რომლებსაც სული არ აქვთ. უცნაურია იმის გაგება, რომ ჰყავდათ ოჯახი და უმეტეს მათგანს ურთიერთგამგები. წარმოგიდგენთ წარსულის ყველაზე გავლენიანი დიქტატორების ცოლების მრავლისმთქმელ ცხოვრებასა და ბედს.


ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა სტალინის ცოლსაც, რომელმაც ვერ გაუძლო და ცხოვრებიდან თავისი გადაწყვეტილებით წავიდა. ნადეჟდას „პირველი ლედის" სტატუსი ბოჭავდა და უფრო მეტად დამოუკიდებლობა და თავისუფლება სურდა. გოგონას ოჯახში სტალინს ყოველთვის თბილად იღებდნენ, მამაც დიდ დიქტატორს მხარს უჭერდა.


16 წლის ნადეჟდას იოსები შეუყვარდა და მასთან ერთად რევოლუციის მოსახდენად გაემგზავრა. ერთი წლის შემდეგ, 1918 წელს ისინი დაქორწინდნენ. თუმცა, ურთიერთობა არც ისე თანაბრად ლაგდებოდა. ერთხელ ცოლმა მიტოვება გადაწყვიტა, რადგანაც ქმარი მუდამ ბავშვების მოვლას აძალებდა.  ნადეჟდა ცდილობდა დამოუკიდებლობა მოეპოვებინა და ქმრისთვის ფული არ ეთხოვა. მუდამ ეჭვიანობდა, რადგანაც სტალინი ამის საბაბს მუდამ აძლევდა.



1932 წელს, რევოლუციის ერთი წლის თავის აღნიშვნისას, ნადეჟდამ თმა შეიჭრა, დაიხვია და შავი კაბა ჩაიცვა. ყველა აღნიშნავდა სტალინის ცოლის არაორდინალურ სილამაზეს. ერთმა სტუმარმა ლამაზი ქალბატონების სადღეგრძელო შესვა, ნადეჟდას არ დაულევია რასაც სტალინის გაბრაზება მოჰყვა. მან ცოლს ხმამაღლა დაუყვირა: ეი, შენ, დალიე!", ნადეჟდამ კი უპასუხა: მე ასეთ მომართვას არ ვიმსახურებ" და ქუჩაში გავარდა.


მეორე დილას სტალინის ცოლი გარდაცვლილი იპოვნეს-მან თავში ტყვია დაიხალა. ამბობენ, რომ სიკვდილის წინ სტალინს წერილი დაუტოვა, თუმცა რა ეწერა მასში ვერავინ გაიგო სტალინის გარდა.


 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი