თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, „ნიკორას" მაღაზია დააყაჩაღეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი პირი მონაწილეობდა თავდასხმაში.
როგორც „ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.