logo_geo
პუშკინის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის მუხლით მიმდინარეობს
- +

17 აგვისტო. 2017. 22:03



პუშკინის #10-ში განთავსებულ ერთ-ერთ ობიექტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს" ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა დიანა როსტიაშვილმა განუცხადა, გამოძიება 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ითვალისწინებს.


მისი ინფორმაციით, ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო ღონისძიება, მათ შორის, განთავსებულ ობიექტზე მომუშავე პირების გამოკითხვის პროცედურა.


აღნიშნული ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გამოიყვანეს, რომლებიც გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი