logo_geo
იტალიასა და გერმანიაში ქართული დანაშაულებრივი კლანის წარმომადგენლები დააკავეს
- +

25 სექტემბერი. 2017. 16:27

 


იტალიის პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქართველების დაჯგუფება დააკავეს.


იტალიური გამოცემა „La Stampa"-ს ცნობით, 28 ადამიანი იტალიასა და გერმანიაშია დაკავებული.


გამოძიების ინფორმაციით, 2015 წლიდან დაჯგუფებას ტურინის, სავონას, ალესანდრიას, კუნეოსა და პავიას პროვინციებში, სულ მცირე, 85 სახლი და ოფისი აქვთ გაქურდული.


გამოცემის ცნობით, დაჯგუფება ქუთაისის უმსხვილესი დანაშაულებრივი კლანია.


გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცავებმა ქალაქ რეჯიო-ემილიაში საცავი აღმოაჩინეს, სადაც მოპარული ნივთები საქართველოში გაგზავნამდე ინახებოდა.










 

big_banner
არქივი