logo_geo
პროკურორი ახალაიას და სააკაშვილის მიმართ 4 პირის უკანონო შეწყალების საქმეზე, გამამტყუნებელ განაჩენს ელის
- +

2 ოქტომბერი. 2017. 16:19



სანდრო გირგვლიანის საქმის პროკურორის ნათია სონღულაშვილი განცხადებით, გამოძიების ფარგლებში პასუხისგებაში სულ 10 მაღალჩინოსანი მიეცა, რომელთაგან 8 პირის მიმართ სასამართლოს მიერ უკვე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა.


გირგვლიანის საქმეზე სასჯელს უკვე იხდიან შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბაჩანა ახალაია, ერთ-ერთი საპყრობილის დირექტორი და კუდის სხვა მაღალჩინოსნები.


დღევანდელი მდგომარეობით საქალაქო სასამართლოში მხოლოდ ორი პირის - დათა ახალაიას და მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალდებით იხილება სისხლის სამართლის საქმე.


სონღულაშვილი ახალაიას და სააკაშვილის მიმართ 4 პირის უკანონო შეწყალების საქმეზე, გამამტყუნებელ განაჩენს ელის.


 

big_banner
არქივი