logo_geo
კობა დავითაშვილი: ეს არ იყო არც დაკავება, არც დაპატიმრება, ეს იყო პირდაპირ თავდასხმა...
- +

3 ოქტომბერი. 2017. 15:29



საქალაქო სასამართლოში ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე მასზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე ჩვენებას აძლევს. სხდომის დაწყებამდე კი 7 ნოემბრის მოვლენები დავითაშვილმა ჟურნალისტებთან გაიხსენა.


დავითაშვილის თქმით, 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე მასზე თავდასხმას ორგანიზება მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაუწია.


რაც შეეხება იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს, კობა დავითაშვილი მიიჩნევს, რომ ადეიშვილი მიხეილ სააკაშვილის ბრძანების შემსრულებელი იყო.

 

„ეს იყო თავდასხმა ნახევრად სამხედრო ფორმაში გადაცმული ადამიანების, რომლებიც სახეს არ მალავდნენ. ეს არ იყო არც დაკავება, არც დაპატიმრება, ეს იყო პირდაპირ თავდასხმა. მათ ჰქონდათ გასაშლელი ლითონის ხელკეტები, რომლითაც ყოველგვარი განმარტებების გარეშე დამესხნენ თავს. როდესაც შევეცადე, მათთვის რამე ამეხსნა, არ მომცეს ამის საშუალება. ძირს დამაგდეს და 10-ზე მეტი კაცი მირტყამდა. მე პირველივე დაკითხვაზე განვაცხადე - მაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს თავდასხმა მიხეილ სააკაშვილის მიერაა მოწყობილი. ეს უკავშირდება ჩემს შესვლას პარლამენტის შენობაში, როდესაც 7 ნოემბერს მიტინგი დაარბიეს და გაზი გაუშვეს. სამთავრობო დაცვა გაიქცა, არ იყო უზრუნველყოფილი დაცვის საშუალებები გაზისგან, უკან მიჰყვა მომიტინგეთა მცირე ნაწილი, მათ შორის მეც. მაღლა ვიდექით კიბეებზე, როცა შიგნით შევედით, პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გამოვიდა და დიალოგის დაწყება შევთავაზე, ვინაიდან ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი შეურაცხადი იყო და 9 აპრილს უწყობს საკუთარ ერს. როგორ ჩანს, სააკაშვილმა ჩათვალა, რომ მე და ბურჯანაძე შეთქმულებას ვუწყობდით", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.


 

big_banner
არქივი