logo_geo
ლია მუხაშავრია: ადრე თუ გვიან, სააკაშვილის ექსტრადირება მოხდება, ეს უბრალოდ დროის საკითხია
- +

3 ოქტომბერი. 2017. 16:34

 

 

„ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება მოხდება, ეს უბრალოდ დროის საკითხია, რადგან ეს ადამიანი, მე მგონი, უკრაინაშიც აღარავის უნდა", - ასე ეხმაურება იურისტი ლია მუხაშავრია უკრაინის იუსტიციის მინისტრის განცხადებას იმის თაობაზე, რომ უწყება სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციაზე გადაწყვეტილებას შესაბამისი შემოწმების შემდეგ მიიღებს.


როგორც მუხაშავრია „ინტერპრესნიუსთან" აცხადებს, მინისტრის ეს განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინის ხელისუფლებაში, როგორც მინიმუმ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადიციაზე ფიქრობენ და ამ საკითხის გადაწყვეტას დადებითად აპირებენ.


„სააკაშვილის მიმართ უკვე არის გამოტანილი და ძალაში შესული კანონიერი გამამტყუნებელი განაჩენი და ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მისი ექსტრადიცია მოხდეს. ანუ, სარწმუნო და დამაჯერებელია საქართველოს მთავრობის მოთხოვნა მისი საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე. მით უფრო, რომ დამაბრკოლებელი გარემოება უკრაინის მოქალაქეობის სახით აღარ არსებობს.

 

რამდენიმე საათში შეიძლება ამ გადაწყვეტილების მიღება და მერე უკვე მისი აღსრულება იქნება საქმე. როცა ვნახე, როგორ შევიდა ის უკრაინის ტერიტორიაზე და გადალახა სასაზღვრო კონტროლის პუნქტი, დამებადა აზრი, რომ შეიძლება მისი ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყოს, მაგრამ აღსრულება გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ მოახერხონ იმის გამო, რომ ისედაც საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში მეტი არეულობა და დესტაბილიზაცია არ გამოიწვიონ. როგორც ჩანს, იქ ვითარება საკმაოდ არასტაბილურია და ხელისუფლების ორგანოების ფუნქციონირება საკმაოდ შეზღუდულია", - აცხადებს მუხაშავრია.













 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი