logo_geo
პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს დაკითხავს
- +

3 ოქტომბერი. 2017. 22:17



პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები დაკითხვაზე დაიბარეს. პირველი, ვინც საგამოძიებო უწყების კითხვებს უპასუხებს, მიხეილ რამიშვილი იქნება. მიხეილ რამიშვილი ხვალ, 12:00 საათზე დაიკითხება. ცნობილია, რომ დაკითხვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს გიორგი ფანცულაიას და მია ზოიძესაც.


საუბარია გამოძიებაზე, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე დაიწყო. ამ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია პროკურატურამ გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, მედიაში სხვადასხვა პერიოდში გავრცელდა დახურულ სასამართლო პროცესზე, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის, პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის, მეუფე დიმიტრის ჩვენებები და ასევე დეკანოზ გიორგი მამალაძის საბოლოო სიტყვა. გამოძიება გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებითაა დაწყებული.


 

big_banner
არქივი