logo_geo
პანკისში შორტების ჩაცმის გამო მსახიობი სცემეს
- +

20 ივნისი. 2019. 17:15

 

პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, პოლიციის განყოფილების მიმდებარედ, „მოძრაობის თეატრის“ თანამშრომელი რამდენიმე ახალგაზრდამ სცემა. შემთხვევა იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის გახსნის შემდეგ მოხდა.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, მსახიობს შორტი ეცვა, რაც ახალგაზრდებს არ მოეწონათ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი