logo_geo
რა ინფორმაციის სანაცვლოდ ითხოვს დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძე ოჯახის უსაფრთხოების გარანტიას?!
- +

28 თებერვალი. 2017. 13:10



27 თებერვალს, ე.წ. მატროსოვის ციხეში დაკავებული დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა 11:00 საათზე დაიწყო და თითქმის 00:00 საათამდე გაგრძელდა.


ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულის ჩვენების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 

„კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდა, როდესაც სხვადასხვა ინფორმაცია მოვისმინეთ, ბუნებრივია დაისმება შეკითხვები და ბრალდებულს მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა", - განაცხადა დეკანოზის დაკითხვის შემდეგ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.


მისი თქმით, პროკურატურის ინტერესებშია გამოძიების სრულყოფილი და ობიექტური ჩატარება.


ჯარჯი წიკლაურმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით საქმის სამართლებრივი შეფასება ნაადრევია, რადგან დაკითხვის პროცედურა არ დასრულებულა.


მისი თქმით, ბრალდებული გამოძიებასთან მაქსიმალურად თანამშრომლობს. ადვოკატის ინფორმაციით, დაკითხვის პროცესში სხვადასხვა პირები დასახელდნენ, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე იგი კონკრეტიკისგან თავს იკავებს.


„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დაკითხვის შინაარსობრივ ნაწილზე ვერ ვისაუბრებ. არ გამოვრიცხავ, რომ მომდევნო დაკითხვაც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს. გაიჟღერა სხვადასხვა სახელმა და გვარმა, თუმცა ამას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ დავასახელებ. გიორგი მამალძე უშუალოდ მასთან მიმართებით წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით მაქსიმალურად თანამშრომლობს გამოძიებასთან, მისი უდანაშაულობიდან გამომდინარე. შემიძლია გითხრათ, რომ საუბარი შეეხო როგორც ციანიდის, ასევე იარაღის საკითხს და არსებულ კითხვებს მაქსიმალურად გასცა პასუხები, თუმცა საქმის ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დამატებით დეტალებზე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.


მისი განმარტებით, დაკითხვის დროს დაისვა რამდენიმე ისეთი შეკითხვაც, რომელზეც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პასუხი არ გასცა, ვიდრე მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიებს არ მიიღებს.




 

big_banner
არქივი